|
2019-02-23 18:55:40, 989 ნახვა
საზოგადოება
ხაბელოვი: გეგეშიძის გადადგომაზე არ გვიმსჯელია - დათუნაშვილს სხვა ქვეყნის სახელით უნდა გამოსვლა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის, თქმით, დღეს ჭიდაობის ფედერაციაში გამართულ პრეზიდიუმის შეხვედრაზე, წევრებმა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ვარჯიშის გაგრძელება შესთავაზეს თუმცა, მან უარი განაცხადა. მისივე თქმით, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის სურვილი გამოთქვა. „პრეზიდიუმის წევრებმა ყველამ გამოთქვეს თავისი აზრი და რა თქმა უნდა თხოვეს, რომ დათუნაშვილს გაეგრძელებინა ვარჯიში და თქვენ იცით, რომ ოლიმპიური კომიტეტი გამოვიდა თავისი წინადადებით ზურაბ დათუნაშვილი ჩვენი ლიცენზიანტი სპორტსმენია და იღებს ჩვენს სტიპენდიას. გვინდა, რომ მოიპოვოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. იგივე მოსაზრება ჰქონდა პრეზიდიუმს, მაგრამ ამ შეთავაზებაზე მან უარი თქვა და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის სახელით უნდა გამოსვლა. ამაზე ვიმსჯელებთ და შემდეგ მოგახსენებთ. ამ წონით კატეგორიაში ჩვენ გვყავს ევროპისა და მსოფლიოს ორგზის პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი და გამოვა, რომ ზურა დათუნაშვილი ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება, რასაც მე მხარს ვერ დავუჭერ. გეგა გეგეშიძემ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ უნდა მომეთმინაო. რაც შეეხება გადადგომას, ეს საკითხი საქალაქო სასამართლოშია და ამიტომ ამაზე არ მსჯელობა დღეს არ ყოფილა“, - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა. ცნობისთვის, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან მოქალაქეების ნაწილმა მოჭიდავე ზურა დათუნაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვდნენ. მათი თქმით, გეგეშიძემ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. აქციის პარალელურად ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, სადაც სწორედ აღიშნული საკითხი განიხილეს.
იუკნევიჩიენე სანაიაზე: საქართველო სწრაფად მიექანება კრემლის სტილის რეპრესიებისკენ
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)