|
2019-02-22 17:49:58, 1002 ნახვა
საზოგადოება
ავჭალაში სამი ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა
ავჭალის მოსახლეობა უახლოეს მომავალში სამი ახალი სპორტული მოედნით ისარგებლებს. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ლიბანის N6 კორპუსსა და N119 საჯარო სკოლას შორის, მონასტრის ქუჩაზე (ნაკვეთი #342) და ბაღნარის N47-ის მიმდებარედ, სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, სამივე მოედანზე მოეწყობა ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგება ბალახის ხელოვნური საფარი და განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. სამუშაოებს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პე-ბე“ ასრულებს, გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „სპორტული სივრცეების მოწყობა ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გლდანის რიონის გამგეობა წლის განმავლობაში არაერთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციას განახორციელებს. სამი, სრულიად ახალი მოედნის მოწყობა უკვე დაიწყო და უახლოეს მომავალში მონასტრის, ბაღნარისა და ლიბანის ქუჩის მცხოვრებლები ახალი სპორტული სივრცეებით ისარგებლებენ. სპორტული მოედნების გარდა, რაიონში ფიტნეს ზონების მოწყობის სამუშაოებსაც აქტიურად ვახორციელებთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. ავჭალაში სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.
(NS)
საია: გამოხატვის თავისუფლების მასობრივი, სისტემური კონტროლი ხდება
იუკნევიჩიენე სანაიაზე: საქართველო სწრაფად მიექანება კრემლის სტილის რეპრესიებისკენ
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)