|
2019-02-22 17:10:39, 1400 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია - ბექა ნაცვლიშვილი არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა
„ბექა ნაცვლიშვილს აქვს ჯანსაღი პროტესტი, რაც არ ექნება მდინარაძესა და ზარდიაშვილს“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრის, ბექა ნაცვლიშვილის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლას. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ნაცვლიშვილთანაც ექნება. „ბექა ნაცვლიშვილი არის პრინციპული ადამიანი და აქვს ჯანსაღი პროტესტი. ასეთი პროტესტი რომ არ ექნება მდინარაძესა და ზარდიაშვილს, ეს ცნობილია. ვიდრე ამ თანამდებობებს და პოზიციებს ინარჩუნებენ ყველაფერზე თვალს დახუჭავენ. ეს ის ხალხია, რომელიც ყველა ხელისუფლებასა და ყველა დროს ერგება, მაგრამ ბექა ნაცვლიშვილი არ არის კატეგორია, რომელიც ყველაფერს მოერგება. კონსულტაციები ბუნებრივია გვექნება, მე სხვა კოლეგებსაც ველოდები, ვისაც აქვს პროტესტის განცხადა და ვისაც აქვს სურვილი, რომ დატოვოს უმრავლესობა და შემდეგ ჩვენ გვექნება კონსულტაციები ფრაქციასთან დაკავშირებით. დაველოდოთ შემდეგი ვინ იქნება. ბექა არ იქნება ბოლო, ვინც დატოვა უმრავლესობა - დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)