|
2019-02-22 10:04:17, 1015 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი გულიას დაბადებიდან 145-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ცნობილი აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი გულიას დაბადებიდან 145-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე დიმიტრი გულიას მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინე ტურავამ ისაუბრა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია დაესწრნენ. დიმიტრი გულია 1874 წლის 21 თებერვალს გულრიფშის რაიონის სოფელ უარჩაში დაიბადა. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია. 1924-1926 წლებში აფხაზურ ენას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დიდია დიმიტრი გულიას ღვაწლი აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებაში. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი. დიმიტრი გულიამ აფხაზურ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ლექსები. 1919-1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის „აფსნის“ რედაქტორი იყო. 1921 წელს მან პირველი აფხაზური თეატრალური დასი ჩამოაყალიბა.
(NS)
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)