|
2019-02-19 12:42:49, 939 ნახვა
საზოგადოება
დავითულიანი: მწვანე ხაზებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა ქალაქებში არსებულ რეკრეაციას დაცულს გახდის
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი საქართველოს პარლამენტის გარემოს დავვის კომიტეტის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას „მწვანე ხაზებთან" დაკავშირებით დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, ამ ინიციატივის მიღების შემთხვევაში, ქალაქებში არსებული რეკრეაციული ზონები კანონის დონეზე კიდევ უფრო დაცული იქნება. „საკანონმდებლო ინიციატივა - „მწვანე ხაზები" უფრო მაღალ, კანონის დონეზე დაიცავს ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებებში არსებულ ბაღებს, სკვერებსა და პარკებს! კანონპროექტის მიხედვით, მწვანე ხაზებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შეიზღუდება და კიდევ უფრო გართულდება ყველა ტიპის კაპიტალური მშენებლობა, რაც მისასალმებელია,"- განაცხადა ბექა დავითულიანმა. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის საკითხები ძალიან აქტუალურია თბილისისა და თბილისელებისთვის. მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტი აქტიურად იყო ჩართული ამ ინიციატივის შემუშავების პროცესში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)