|
2019-02-18 19:14:42, 1335 ნახვა
საზოგადოება
ბადრი ჯაფარიძე - ივანიშვილისგან წილების დათმობაზე მოთხოვნა არ ყოფილა
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბადრი ჯაფარიძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან წილების დათმობის მოთხოვნას უარყოფს. ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა აღნიშნული მოლაპარაკებების პროცესში ჩართული ვიცე-პრემიერი და შს მინისტრი, გიორგი გახარია, ჯაფარიძეს არც ეს ინფორმაცია დაუდასტურებია. „არა, აბსოლუტური სიცრუეა, ასეთი თხოვნა არავისგან არ ყოფილა“, - მიმართა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ. 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა. „თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)