14:54 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-18 16:32:05, 1011 ნახვა

საზოგადოება
ილიაუნის სტუდენტები და რექტორი გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდენენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია და სტუდენტები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, რომელსაც აკადემიური საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

ზედანიას განცხადებით,  სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს.

ამასთან, სტუდენტებთან განიხილეს ის საკითხები, რომელზეც შეთანხმდება ვერ ხდება.

„შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ჩამოვთვალეთ ის საკითხები, სადაც შეთანხება სრულად შესაძლებელია, რომ მოხდეს. ეს არის მაგალითად, სტუდენტური ჯგუფის ჩართვა ბიზნესის სკოლის ავტონომიის მექანიზმების განსაზღვრაში ახალშექმნილ ფაკულტეტზე. ასევე ვთქვით, რომ ცალკე ჯგუფი შეიქმნება სტუდენტური რეფორმების, რომელიც იმუშავებს წესდებაში ცვლილებებზე, უნივერსიტეტის დონეზე წესდებაში ცვლილებებისთვის“, - აღნიშნა რექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას კაბინეტთან შიმშილობენ. ისინი ბიზნეს სკოლისთვის პირვანდელი სახელის დაბრუნების და გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics