|
2019-02-16 12:50:03, 1157 ნახვა
საზოგადოება
ექიმი: დეკანოზი მამალაძე კონტაქტურია, მაგრამ ინტენსიური მეთვალყურეობა ესაჭიროება
ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის მარინა გელანტიას ინფორმაციით, მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს ჰოსპიტალიზაციის დროს დაბუჟების და სისუსტის შეგრძნება აღენიშნებოდა, რის საფუძველზეც ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარდა. მანვე განმარტა, რომ კვლევის შედეგად ორგანული დაზიანება არ დაფიქსირებულა. ამასთან, კლინიკაში ინსულტის დიაგნოზსს არ ადასტურებენ. "აღენიშნებოდა დაბუჟების და სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელის და მარჯვენა ფეხის მიდამოში. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, ორგანული დაზიანება არ იქნა დაფიქსირებული. პაციენტი გადაყვანილია ლაბორატორიაში შემდგომი მონიტორინგისთვის. პაციენტის ცნობიერება ნათელია, ადეკვატურია, კონტაქტურია, მაგრამ მას მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა“, - განაცხადა მარინა გელანტიამ. ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)