|
2019-02-16 10:07:47, 934 ნახვა
საზოგადოება
შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა: სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, საფრთხე არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება
თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, მათ შორის ხორც-პროდუქტებით მომარაგებას, საფრთხე არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება, - ამის შესახებ შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შპს ყველას მოუწოდებს, „პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ და ნუ შეეცდებიან საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რადგან მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციების გავრცელება შესაძლოა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ჩაითვალოს“. „მოგახსენებთ, რომ თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, მათ შორის ხორც-პროდუქტებით მომარაგებას, საფრთხე არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება. მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადებული ტენდერი 2019 წლის 1 თებერვალს დასრულდა უარყოფითი შედეგით და გამოცხადდა განმეორებითი კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, აღნიშნული პროცესი ჯარის კვებით უზრუნველყოფაზე უარყოფითად არ ასახულა, ვინაიდან წინა ტენდერით გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ისე გაგრძელდა, რომ კვებით მომარაგების წყვეტას, ადგილი არ ჰქონია (6 თებერვლის ჩათვლით მიწოდება ხორცილედებოდა კომპანიის მიერ SPA180005561 ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რის შემდეგაც გამარტივებული შესყიდვის წესით (ნებართვა SMP190000741) გაფორმდა ხელშკრულება). სწორედ აღნიშნული პროცედურებით დასტურდება თავდაცვის ძალების კვებითი უზრუნველყოფის უწყვეტობა, ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტით. გაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტები შესყიდვებთან დაკავშირებით სიახლეს არ წარმოადგენს და ადრეც მომხდარა, თუმცა ეს ჯარზე არასდროს უარყოფითად არ ასახულა. ბოლოს, გვსურს ყველას მოვუწოდოთ პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ და ნუ შეეცდებიან საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რადგან მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციების გავრცელება შესაძლოა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ჩაითვალოს“,- ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)