|
2019-02-15 17:21:09, 1074 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ არქივში სასწავლო კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსის მონაწილეებს დღეს ეროვნული არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა სერტიფიკატები გადასცა. საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსი მიმდინარე წლის 11-დან 15 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის სამინისტროს, შპს „ენერგოტრანსის", სსიპ „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის", სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, სს „ეროვნული საკრედიტო ბიუროს", შპს „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენის", შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის თანამშრომლებმა. იურიდიული პირების წარმომადგენელთა გარდა სასწავლო კურსი ოთხმა ფიზიკურმა პირმა გაიარა. სერტიფიკატების გადაცემის შემდეგ მონაწილეებისთვის მოეწყო ექსკურსია, მათ დაათვალიერეს არქივები და საცავები, გაეცნენ ეროვნული არქივის საქმიანობის სპეციფიკას. აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ ეროვნული არქივი პერიოდულად ატარებს სასწავლო კურსებს როგორც სახელმწიფო ორგანიზაციების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთათვის, ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)