|
2019-02-15 15:46:22, 916 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე: კ2 კოეფიციენტის გაზრდის აკრძალვა პოზიტიური გადაწყვეტილებაა დედაქალაქის სასურველი იერსახის ჩამოყალიბებისათვის
თბილისში კ2 კოეფიციენტის გაზრდის აკრძალვა უდავოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა დედაქალაქის სასურველი იერსახის ჩამოყალიბებისათვის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდმარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება უდავოდ დროულია, ვინაიდან იგი სწორ და ერთგვაროვან განაშენიანებას შეუწყობს ხელს. „წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა, კერძოდ კი გაზრდილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2 კოეფიციენტი) საფუძველზე გაცემულმა მშენებლობის ნებართვებმა, გამოიწვია თბილისის მუნიციპალიტეტში ქაოტური განაშენიანება. დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, სადაც ერთი და იმავე ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად, კი ერთი და იმავე ფუნქციურ ზონაში, ზოგიერთ მიწის ნაკვეთზე კ-2 კოეფიციენტის გაზრდის გამო, შენდება სხვადასხვა სიდიდის შენობები, რაც დედაქალაქის ქაოტურ განაშენიანებას იწვევს. ამდენად, ეს გადაწყვეტილება უდავოდ დროულია, ვინაიდან იგი სწორ და ერთგვაროვან განაშენიანებას შეუწყობს ხელს.“, - აღნიშნა მდინარაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)