|
2019-02-15 14:07:16, 1102 ნახვა
საზოგადოება
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ისევ ლევან კობიაშვილი აირჩიეს
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი მეორე ვადით აირჩიეს. კობიაშვილი 29-ე ყრილობაზე ხმათა ასპროცენტიანი შედეგით, 28 დელეგატის მიერ, მეორე ვადით იქნა არჩეული. ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს. „ეს არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, რომ კიდევ ერთხელ ამხელა ნდობა მივიღე, როგორც უშუალოდ წევრებისგან, ასევე საზოგადოებისგან. ძალიან კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს ეს. ბუნებრივია, რომ ჩვენ იმ გზას გავაგრძელებთ, რაც დაწყებულია, საკამოდ თვითკრიტიკულები ვართ და გვესმის, თუ რამხელა გამოწვევებია, მაგრამ მზად ვართ იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ და მე პირადად, უფრო მეტად მოტივირებული ვარ და მაქვს იმის და მაქვს იმის შესაძლებლობა და რესურსი, რომ კიდევ უფრო მაქსიმალურად ჩავერთო იმ სფეროსი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რომ ყოფილიყო სხვა კანდიდატიც და კონკურენტიც მყოლოდა, გაციელბით უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ მსგავსი კითხვები არ დასმულიყო“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა. ცნობისთვის, არჩევნებში ლევან კობიაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)