|
2015-06-18 13:15:37, 915 ნახვა
სამართალი
თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებისთვის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობას მიესალმება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის 5 ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, პროკურატურის შუამდგომლობას მიესალმება. ხიდაშელის თქმით, როცა პარლამენტის წევრი იყო, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობას ხელი თავადაც მოაწერა. "თუ ეს სიმართლეა, მივესალმები, თქვენ იცით, რომ ჩემი ხელმოწერა არის ორივე შუამდლომლობაზე მაშინ, როგორც პალრლამენტის წევრის ამ ადამიანების თავდებით გათავისუფლებაზე. მე იურისტთა იმ ჯგუფს ვეკუთვნი, რომლებიც ვერ ხედავენ ღირებულებას ადამიანის პატიმრობაში, თუ კი არ არის ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული. ამიტომ, ყველა ასეთ ქმედებას მივესალმები", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდება.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)