12:45 - 22 Jul, 2026
|
2019-02-14 18:44:06, 1194 ნახვა
საზოგადოება
დიდუბესა და დიღომს ათი ფიტნეს ზონა შეემატება
დიდუბის რაიონის გამგეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, დიდუბესა და დიღმის მასივში, ათ მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორებს ამონტაჟებს. ამ ეტაპზე, სამუშაოები ხუთ მისამართზე - დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მესამე და მე-11 კორპუსებთან, ასევე, მეხუთე კვარტლის მე-11 კორპუსთან, მეოთხე კვარტლის მე-13 კორპუსთან და მესამე კვარტლის 31-ე კორპუსთან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ფიტნეს ზონებზე კაუჩუკის საფარი დაიგება, გადაიხურება და მსურველებს ვარჯიშის შესაძლებლობა წლის ნებისმიერ დროს ექნება. ფიტნეს ზონის მოწყობის სამუშაოებს შპს „გეო-გრინი“ უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 181 434 ლარი გამოიყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)