06:29 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 18:35:32, 1215 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება საქართველოს მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა

„მაიკ პომპეოს განცხადება იყო მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება",- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ პოლონეთში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას.  ნატო-ს სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ  რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ის და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას და ცხოვრების წესს ემუქრება.

„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან მყარი მხარდამჭერია. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული. მაიკ პომპეოს განცხადება იყო მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება. ასევე, იცით, რომ არაერთ დოკუმენტში აისახა ჩანაწერები, რომელიც  ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უკავშირდება და ამ ჩანაწერებს აქვს თავისი პირდაპირი დატვირთვა.  კერძოდ, ის აისახება იმაზე, რომ ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics