|
2019-02-14 15:03:46, 956 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბნის მოსახლეობას მწვანე გარემოში ცხოვრებას ჰპირდება
„ქართული ოცნება -ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი,ირაკლი აბუსერიძე, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ვაზისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ირაკლი აბუსერიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათრაიონში დაგეგმილი სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.პროექტის ფარგლებში, ვაზისუბნის მე-4მ/რ-ისმე-2 კვარტლისმე-5 და მე-7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოეწყობა, რომლის პროექტი ირაკლი აბუსერიძემ მოსახლეობას თავად გააცნო. პარალელურ რეჟიმში ჯუმბერ ლეჟავას ქუჩაზე და ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონის 21-ე კორპუსის წინ,საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. „პრიორიტეტების განსაზღვრის დროს, ჩვენი ამოსავალი წერტილი მოსახლეობის ინტერესებია. შეხვედრებისას მოქალაქეები ერთ-ერთ მთავარ საკითხად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ასახელებენ. ჩემსსამაჟორიტარო ოლქში, ამ მიმართულებით, მასშტაბური კეთილმოწყობითი პროექტები ხორციელდება: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სკვერების აღდგენა-რეაბილიტაცია და მაღალი ხარისხის ინვენტარით აღჭურვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)