|
2019-02-13 16:21:33, 1725 ნახვა
სამართალი
„ეს არის პოლიტიკური დევნის საქმე“ - ია კერზაიას შვილი პროკურატურაში იმყოფება
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩაა კერზაია დედამისის გარდაცვალების გარემოებებზე პროკურატურას ჩვენებას აძლევს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საგამოძიებო უწყებას, მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას, მათ შორის გაყალბებულ დოკუმენტაციასაც მიაწვდის. ამასთან, ბაჩანა შენგელია, გამომძიებლებს გადასცემს ვიდეოჩანაწერსაც, რომლის შინაარსიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. „ეს საქმე არის შესაძლო ზეწოლის საქმე და პოლიტიკური დევნის საქმე, შესაბამისად ბუნებრივია ყველა დოკუმენტი, რაც ჩვენ გაგვაჩნია უკავშირდება ამ საქმეს და საბოლოო ჯამში პოლიტიკური ზეწოლის ნაწილია ეს ყველაფერი. აბსურდია იმაზე საუბარი, რომ მას რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. მისი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია იმ ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და დევნამ და ტერორმა, რაც განახორციელეს მის საჯარო სკოლაში, რამაც სამწუხაროდ მისი ჯანმრთელობის გაუარესება და სამწუხაროდ გარდაცვალება გამოიწვია,“-განაცხადა ია კერზაიას შვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)