|
2019-02-13 11:39:46, 3454 ნახვა
სხვადასხვა
დღეს რადიოს მსოფლიო დღეა
რადიოს საერთაშორისო დღე ერთ-ერთი ყველაზე "ახალგაზრდა" დღესასწაულია, რომელიც პირველად 2012 წელს, იუნესკო-ს ინიციატივით აღნიშნეს. თარიღი შემთხვევით არ აურჩევიათ - 1946 წლის 13 თებერვალი გაერო-ს რადიოს დებიუტის თარიღი იყო. ინტერნეტის აქტიური მოხმარების მიუხედავად, რადიო დღესაც არ კარგავს პოპულარობას. აღსანიშნავია, რომ სწორედ ქართული რადიო იყო ევროპაში ერთ-ერთი პირველი. რეგულარული რადიოგადაცემები საქართველოში 1925 წლის 23 მაისს, ანუ ზუსტად 94 წლის წინ თბილისში დაიწყო. ინფორმაცია ნახევრად კუსტარული რადიოსატელეფონო სადგურით გადაიცემოდა, რომელიც აწყობილი იყო უცხოური რადიოსატელეგრაფო გადამცემის APS-78-ის ბაზაზე. ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამაუწყებლო გადამცემი, რომელიც დღეში 1-2 საათი მუშაობდა. რადიოსადგურის პირველი დამმონტაჟებლები და თანამშრომლები იყვნენ: ს.თოფურია, დ.ხმიადაშვილი, ი. ძაგნიძე, რ.ლიპარტელიანი, გ.ინჯია. საქართველოში პირველი რადიოსტუდია მოეწყო რადიოგადამცემი სადგურის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში 12 კვ.მ.ფართობზე. რადიოგადაცემებში მონაწილეები ახალ ამბებს და სტატიებს უშუალოდ გაზეთებიდან კითხულობდნენ, რადიოპროგრამების მიღების შესახებ ტექნიკური სახის კონსულტაციებს ატარებდნენ. გადამცემი სადგურის მოქმედების ზონა 25-30 კმ.რადიუსი იყო. ამჟამად, საქართველოს ტერიტორიაზე რადიომაუწყებლობას 40-ზე მეტი კომპანია ახორციელებს.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)