06:29 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 10:58:42, 1323 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე პრეზიდენტზე - საპატრიარქოსგან დამოუკიდებლად დეკანოზის შეწყალებას ვერ გაბედავს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს. 

როგორც მეუფე პეტრემ გადაცემა "კვირის აქცენტებში" განაცხადა, პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად პატრიარქის ნებართვა დასჭირდება.

"ნამდვილად მის მიმართ არ მაქვს მაღალი შეხედულება და ზოგადად მისი გაპრეზიდენტება იყო, როგორც ჭაბუა ამბობს, უსამართლობითა და ძალმომრეობით გატანილი ლელო. მე ვიტყოდი, რომ, როგორც საპრეზიდენტო სასახლეში ის არ და ვერ შევიდა დამოუკიდებლად, ისე ამ ნაბიჯს დამოუკიდებლად ვერ გადადგამს. როგორც მინიმუმ, საპატრიარქოს თხოვნა თუ თანხმობა სჭირდება ისევე, როგორც წინა პრეზიდენტის შემთხვევაში, რომელსაც ასევე სინდისიერება და პრინციპულობა არ აღმოაჩნდა, რომ პატრიარქის გარეშე მიეღო სწორედ  სამართლიანი გადაწყვეტილება. აქაც იგივე იქნება. საპატრიარქოს ხელთ არის ახლა გადაწყვეტილება. პატრიარქის ხელთ არის ახლა გასაღები შეწყალების თუ არშეწყალების“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics