15:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-12 13:06:06, 1378 ნახვა

სამართალი
ია კერზაიას შვილი ბატიაშვილის დაკითხვას ითხოვს

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის დაკითხვას ითხოვს.

როგორც მან აღნიშნა, უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებით დასტურდება ის, რასაც ამ ხნის განმვალობაში თავად ამტკიცებდა, რომ დედამისი სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

ამასთან, მისივე თქმით, აუცილებელია გამოიკითოს ზუგდიდის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და ყველა ის პირი, ვინც ჩართული იყო საქმეში.

„მთავარია რომ დაწყება დაწყებისთვის არ იყოს უნდა გატარდეს აუცილებლად სასწრაფო-საგამოძიებო მოქმედებები , პირველ რიგში უნდა დაიკითხოს განათლების მინისტრი, აუდიტის სამსახურის თანამშრომლები და ყველა ის პირები ვისაც ჩვენ მიგვაჩნია რომ წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულის ჩადენაში“, - აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics