19:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-12 12:56:28, 1221 ნახვა

პოლიტიკა
მელია - თუ გახარიამ არ დაარტყა ჩაქუჩი, მავთულმიბმული მოსამართლეც კი ვერ გაბედავს კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას

„თუ გახარიამ ანაფორა არ გადაიცვა და არ დაარტყა ჩაქუჩი, ყველაზე მავთულმიბმული მოსამართლეც კი ვერ გაბედავს კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გურჯაანის სასამართლოში ენმ-ს წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა.

"კირკიტაძე ამან დააპატიმრა იგივე მოსამართლემ და დაეყრდნო რას, რომ კირკიტაძეზე მიმდინარეობსო სხვა სისხლის სამართლის საქმეო და იქო ერთხელო გირაო შეფარდებული აქვსო და მეორეჯერ გირაოს ხომ ვერ გამოვიყენებო?! აქედან გამომდინარე, უნდა გავუშვათ ციხეშიო. იმ საქმეზე ბატონი კირკიტაძე გამართლდა, შესაბამისად, აღარ არსებობს არანაირი საფუძველი და ნუ ახლა თუ გახარია შემოიპარა უშუალოდ და ანაფორა არ გადაიცვა და არ დაარტყა ესე ჩაქუჩი, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ყველაზე მავთულმიბმული მოსამართლეც კი აღმასრულებელი ხელისუფლებათა ვერ გაბედავს კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას“, - აღნიშნა მელიამ.

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დავით კირკიტაძის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics