|
2019-02-10 12:24:43, 3957 ნახვა
მსოფლიო
დემოკრატმა ელიზაბეტ უორენმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა
დემოკრატმა სენატორმა, ელიზაბეტ უორენმა ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. სენატორმა, ელიზაბეტ უორენმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 69 წლის პოლიტიკოსი ქალაქ ლოურენსში მხარდამჭერებს შეხვდა. წინასაარჩევნო კამპანიის პირველ შეხვედრაზე სენატორმა მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. პოლიტიკოსის თქმით, თეთრი სახლის მოქმედი ლიდერი საკუთარი ქმედებებით ქვეყანას ზიანს აყენებს. „ადამიანი, რომელიც ახლა თეთრ სახლში იმყოფება, ამერიკაში არსებული ფალსიფიცირებული სისტემის შედეგია, რომელიც მხარს უჭერს მდიდრებს და ძლიერებს“, – განაცხადა სენატორმა მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს. 69 წლის ელიზაბეტ უორენი წარსულში იურისპრუდენციის ლექტორი იყო. სენატორად კი პირველად 2012 წელს აირჩიეს. ამ მომენტისთვის უორენი დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კანდიდატია. უორენის გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter -ზე გამოეხმაურა. "წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ლიზ!" - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)