|
2015-06-17 21:03:48, 1823 ნახვა
კომენტარი
ზურაბ გურიელიძე: პროკურატურას აინტერესებდა ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა ამ შეცდომის დაშვება
ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა ცხოველების დათვლა. მისივე თქმით, დაკითხვისას ვინმეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი არ ყოფილა. ამასთან, ზოოპარკის დირექტორი ამბობს, რომ გარდაცვლილი და დაკარგული ცხოველების თაობაზე ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან იღებდნენ, ამიტომაც, მოხდა ისე, რომ სამი ვეფხვიდან, რომელიც მკვდარი ეგონათ, ერთი ცოცხალი იყო. "პროკურატურას აინტერესებდა სიტუაცია, თუ როგორ მოხდა ვთქვათ ამ შეცდომის დაშვება. რაც შეეხება ბრალეულობას, ამაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვისაუბრეთ რა მოხდა და იმაზე, როგორ ხდებოდა რაოდენობის დადგენა და ერთი თეთრი ვეფხვი, რომელიც გვეგონა მოკლული, აღმოჩნდა ცოცხალ.ხდებოდა სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მოწოდება, შემდეგ როდესაც ეს ინფორმაცია დავაჯამე, აღმოჩნდა, რომ სამივე თეთრი ვეფხვი მკვდარი იყო. შესაბამისად, ეს ინფორმაცია გავავრცელეთ, მაგრამ დილით, როდესაც ეს ინფორმაცია გავავრცელეთ, აღმოჩნდა, რომ ერთი ვეფხვი ცოცხალი იყო", - აღნიშნა გურიელიძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ. ცნობისთვის, ვეფხვის მიერ ერთი მოქალაქის დაგლეჯის ფაქტზე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამ ეტაპზე ტარდება ყველა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, რაც გამოძიებას საშუალებას მისცემს დაადგინოს, რა მიზეზობრივი კავშირით მოხდა ეს უბედური შემთხვევა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)