|
2019-02-08 10:55:36, 1046 ნახვა
საზოგადოება
ბატიაშვილმა იმ წერილის შინაარსზე ისაუბრა, რომლის საფუძველზეც ზუგდიდის სკოლაში შემოწმებები ჩატარდა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებზე და მათ გამოსწორებაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, 2018 წლის 21 დეკემბერს, ზუგდიდის მე-6 სკოლამ გამოვლენილ დარღვევებზე განხორციელებული ქმედებების და მათი გამოსწორების შესახებ სამინისტროში წარმოადგინა ანგარიში, სადაც მითითებულია რომ დარღვევებზე გატარებულია ღონისძიებები და უმეტესობა აღმოფხვრილია. „მე მხოლოდ რამდენიმე ძირითად დარღვევაზე მითითებულ ინფორმაციას წარმოგიდგენთ, სრულად ამ წერილს შეგიძლიათ თავად გაეცნოთ: მაგალითად, სკოლის ფართები გაცემულია იყო ისე, რომ არ იყო გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება და არც რაიმე გადასახადია გადახდილი; ამას მოყვა სკოლის რეაგირება - ფართები გაიცა იჯარის წესით კანონის შესაბამისად. მოსწავლეებისთვის განკუთვნილ საპირფარეშოებში იყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სიბინძურე და ანტისანიტარია, არ იყო აღჭურვილი არ იყო დამონტაჟებული შიდა გაყვანილობა. განსხვავებით სკოლის პერსონალისათვის განკუთვნილი სველი წერტილებისაგან. ამაზეც მოხდა რეაგირება - სკოლის სარგებლობაში არსებული სველი წერტილები მთლიანად დასუფთავებულია და ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები, შეტანილია საპონი და ქაღალდი, დაყენებულია ჩამრეცხები და განთავსებულია ურნები, ხელსაბანი ნიჟარები დასუფთავებულია და შეკეთებულია, ასევე მოყვანილია წესრიგში წყლის ავზი. გამოვლენილი დარღვევა - სკოლის მიერ ერთი კლასიფიკატორის კოდზე სამი შესყიდვაა განხორციელებული, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ისე, რომ სკოლას ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია და შესყიდულია 5000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელი, რითიც დარღვეულია სახელმწიფო შესყიდვების კანონით დადგენილი მონეტარული ზღვარი; გამოვლენილი დარღვევა - სკოლის დირექტორი ახორციელებდა სახელმწიფო შესყიდვებს პირებისგან, რომლებთანაც იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში. არცერთ შემთხვევაში არ არის შედგენილი დოკუმენტი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ; გამოვლენილი დარღვევა - სკოლის მიერ სხვადასხვა მიმწოდებელთან გაფორმებული უმეტესი ხელშეკრულებები არ შეიცავს კანონით და ნორმატიული აქტებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს; სკოლის რეაგირება - შესყიდვებში სრულად იქნება გათვალისწინებული შენიშვნები. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად სკოლის ბუღალტერი გაივლის შესაბამის ტრენინგებს, ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ შესაბამის ოქმების კეთება დაწყებულია 2018 წლის დეკემბრის თვიდან. გამოვლენილი დარღვევა - სკოლამ შემოსავლების სამსახურს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომლითაც შეიმცირა დასაბეგრი მოგება. სკოლის რეაგირება - დეკლარაციები დაზუსტებულია, შესაბამისი თანხები გადახდილია ბიუჯეტში. გამოვლენილი დარღვევა - სკოლის დირექტორის ბრძანებებით 2016 და 2017 წელს შეიქმნა სკოლის ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების საინვენტარიზაციო კომისიები - თუმცა სკოლაში ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. სკოლის რეაგირება - სკოლაში დაწყებულია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია, გამოვლენილია ზედმეტობა, მიმდინარეობს შედარებები საბუღალტრო მონაცემებთან. რეალურად, სკოლის შემოწმების, აუდიტის დასკვნის, სამეურვეო საბჭოს განხილვის შედეგად, სკოლის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, სკოლამ მხოლოდ შემოწმების შემდეგ შეძლო წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება. ამ და სხვა გარემოებებზე დაუყოვნებელი რეაგირების გადადება ან არ ჩატარება ჩვენი მხრიდან იქნებოდა არა მხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ დანაშაული ჩვენი შვილების, მშობლებისა და საზოგადოების წინაშე. ჩვენ მოვიქეცით ისე, როგორც ათეულობით სხვა შემთხვევაში მანამდე, და მომავალშიც ასე მოვიქცევით, რადგან, ვიმეორებ, ღრმად გვწამს - ამას გვავალდებულებს მომავალი თაობების ინტერესები“, - განაცხადა მინისტრმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)