|
2019-02-07 14:18:25, 1092 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ თოჯინების მუზეუმი აღარ აშენდება
თოჯინების მუზეუმი, რომლის მშენებლობაც ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე იგეგმებოდა, სხვა ადგილზე განთავსდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, პროექტი „განახლებული მზიური“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე მუზეუმის მშენებლობა კანონს ეწინააღმდეგებოდა. „მზიურის“ ტერიტორიაზე არაფერი აშენდება. გვქონდა იდეა თოჯინების თეატრის მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პროექტი სხვა ადგილზე განხორციელდება. „მზიურის“ რეაბილიტაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტი რამდენიმე თვის წინ მოსახლეობას უკვე წარვუდგინეთ, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ტერიტორიის რეაბილიტაცია მოხდება და მოსახლეობას კიდევ ერთი განახლებული სივრცე ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. „მზიურის“ რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე წლიდან განახორციელებს, რომლის შედეგადაც, დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰა ფართობ ტერიტორიას მოიცავს. პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და პარკის აღდგენა-მოწყობას, არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, „მზიურის“ ტერიტორიაზე განთავსებული ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია-ადაპტაციას და მათ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებად გარდაქმნას ითვალისწინებს.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)