|
2019-02-06 16:46:20, 939 ნახვა
საზოგადოება
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა გაიზრდება
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 850-დან 1000 ბავშვამდე გაიზრდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყველა ის ბავშვი, რომელიც მომლოდინეთა რიგში იმყოფებოდა, რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვას შეძლებს. „დღეის მდგომარეობით, ჩვენ აუტისტური სპექტრის მქონე 850 ბავშვს ვაფინანსებთ, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებაში არიან გადანაწილებული. დედაქალაქის მთავრობა წლებია, ამ მიმართულებით მუშაობს. შვიდი დაწესებულებაა, რომელიც ამ ბავშვებს მომსახურებას უწევს. როდესაც საკრებულოში ვიყავი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან დაისვა კითხვა - თუ იყო შესაძლებელი იმ ბავშვთა რაოდენობა გაზრდილიყო, რომელსაც მერია მოემსახურება და დააფინანსებს. რამდენადაც ვიცი, 130-ზე მეტი მომლოდინეს რეჟიმში იყო. ჩვენ, ჩემი თანამშრომლები, ჩემი მოადგილე სოფიო ხუნწარია პირადად იყო პროცესში ჩართული, დავსხედით ამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბენეფიციართა რაოდენობა 1000-მდე გავზარდოთ, ანუ სრულად დავაკმაყოფილოთ ის ბავშვები, რომლებიც მომლოდინეს რეჟიმში იყვნენ. ამისთვის 3.700 მლნ ლარს ვხარჯავდით. ამ გადაწყვეტილებით კი, დაახლოებით, 445 ათასი ლარი გამოიყოფა იმისთვის, რომ ამ ოჯახებს და ბავშვებს ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)