|
2019-02-05 14:55:16, 967 ნახვა
საზოგადოება
მედიათეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ვაკის და ვარკეთილის მედიათეკებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ. როგორც სოფიო ხუნწარიამაღნიშნა, პროექტების მიზანიადედაქალაქში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. „არაერთხელ გაჟღერებულა ჩვენი მხრიდან, რომ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება და დღეს სწორედ ამ მიზნითმოვაწერეთ ხელი მემორანდუმს. ამ თანამშრომლობით ორ ძალიან საინტერესო პროექტს ჩაეყრება საფუძველი. ვაკის მედიათეკაში გაიხსნებაკაფე, სადაცპროფესორ-მასწავლებლები კვირაში ერთხელ ჩაატარებენ ლექციებს.ასევე, ვარკეთილის მედიათეკაში აბიტურიენტებისთვის შეიქმნება კურსი, რომელიც მათ მისაღები გამოცდებისთვის მოამზადებს. დასწრება იქნება თავისუფალი და ეს ყველაფერი იქნება სრულიად უსასყიდლოდ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. მემორანდუმის ფარგლებშიდაგეგმილი ორივე პროექტი სტარტს 1 მარტიდან აიღებს. „სამეცნიერო კაფე“ ვაკის მედიათეკის ვერანდაზე მოეწყობა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორები, კვირაში ერთხელ, სტუდენტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, დარგობრივ ლექციებს ჩაატარებენ. ვარკეთილის მედიათეკაში კი აბიტურიენტებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნება, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებიეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს ორ საგანში ჩაატარებენ. გაკვეთილებზე დასწრება თავისუფალი იქნება. აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა უახლოეს მომავალში დაიდება თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდებზე.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)