17:44 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 17:13:29, 1463 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას კენჭს ხვალ უყრიან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად წარადგინა.

მიმართვა ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინა. ხვალ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ოხანაშვილის კანდიდატურას კენჭს უყრიან. მას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. 

"ჩვენ წინ გველის ძალიან მძიმე პროცესი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის, ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილების შემუშავების, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ამ პირების დანიშვნა. იურიდიული კომიტეტის ახალი თავმჯდომარისგან ველოდები, რომ ამ პროცესს წარმართავს ისე, რომ პარლამენტის ნაწილში არ დატოვოს არანაირი კითხვა. ეს არის ჩემი მთავარი პირობა, რომელიც მაქვს ახალი თავმჯდომარის მიმართ", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics