17:44 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-02 19:29:31, 1462 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: რამდენიმე დეტალის გარდა, პრინციპულ საკითხებზე დღეს უკვე შევჯერდით

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი რამდენიმე დეტალის გარდა, პრინციპულ საკითხებზე შეჯერდა.

„მოსამართლეებთან დაკავშირებით დღეს იყო მსჯელობა რამდენიმე საათიანი. როდესაც ჩვენი კოლეგები ამბობენ იმას, რომ კონსტიტუციის ფარგლებსა და სამართლებრივ ჭრილში უნდა მოექცეს, აქ რამდენიმე საკითხზეა საუბარი, ერთ-ერთი ის არის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა ჰქონდეს შედარებით ფორმალური როლი, თუ ის უნდა იყოს ისეთივე დისკრეციის, როგორც კონსტიტუციით არის მოცემული. შემიძლია შეგახსენოთ, რომ თავის დროზე ვენეციის კომისია ამაზე გვსაყვედურობდა და დაწერა კიდეც თავის დასკვნაში, რომ საერთოდ არ უნდა ჩარეულიყო პარლამენტი ამ დანიშვნებში. აქედან გამომდინარე, ეს იყო ერთ-ერთი სამსჯელო თემა და ჩვენ შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გავატაროთ ფილტრი ამ მსჯელობას, რომ საბოლოო ჯამში არ მოხდეს ისე, რომ კონსტიტუციის ამ ნორმის ინტერპრეტაცია ვინმემ სხვანაირად შეძლოს და ბუნებრივია, აქედან უნდა გამოვიდეთ. იყო სხვა საკითხებზე მსჯელობაც, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics