|
2019-02-01 16:02:49, 1115 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - ბუნებრივი აირით მოსახლეობის მოწამვლისა და გარდაცვალების სტატისტიკა საგანგაშოა
საქართველოს სახალხო დამცველი ბუნებრივი აირის გაჟონვის გახშირებულ შემთხვევებს ეხმიანება. როგორც ომბუდსმენი აცხადებს, მოსახლეობის მოწამვლისა და გარდაცვალების სტატისტიკა საგანგაშო და შემაშფოთებელია. „მიმდინარე წლის იანვარში, მხოლოდ თბილისში, ბუნებრივი აირის აფეთქებისა და ნამწვის დაგროვების შედეგად არაერთი ადამიანი გარდაიცვალა. ბუნებრივი აირის ექსპლუატაციის სფეროში ეფექტიანი რეგულაციების, ასევე მოქმედი სტანდარტების დარღვევაზე სათანადო რეაგირების მექანიზმის არარსებობა კიდევ უფრო ამძიმებს შექმნილ ვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი აირით მოწამვლის ფაქტებს ხშირად დანადგარების არასწორ მონტაჟს თუ ექსპლუატაციას უკავშირებენ, მკაფიოდ არ არის განსაზღვრული საცხოვრებელ შენობებში გაზის მოწყობილობების მონტაჟსა და ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირები. არ ხდება დარღვევების დროული გამოვლენა და მათზე სათანადო რეაგირება. სახალხო დამცველი, მომავალში მსგავსი შემთხვევების დროულად გამოვლენისა და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს კანონმდებლობაში სიღრმისეული ცვლილებების განხორციელებას. ასევე, მოუწოდებს ბუნებრივი აირის მიმწოდებლებს, ახალი რეგულაციების შემუშავებამდე, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა არსებული ბერკეტი, შენობებში ბუნებრივი აირის ქსელებისა და დანადგარების შემოწმების და არსებული ხარვეზების გამოვლენის მიზნით. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბუნებრივი აირით მოსახლეობის მოწამვლისა და გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)