|
2019-01-30 16:42:14, 1405 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერი ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს, ჰენრიკ ჰოლოლეის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას, კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, როგორც თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების, განვითარებას შეეხო. დედაქალაქის მერმა ჰენრიკ ჰოლოლეის ყველა ის ძირითადი მიმართულება გააცნო, რომელზეც თბილისის მერია მუშაობს. ყურადღება გამახვილდა ასევე, სატრანსპორტო პოლიტიკასა და იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იგეგმება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა სამუშაოს შესრულების დროს, მერია პარტნიორების რეკომენდაციებს ითვალისწინებს. „გვაქვს ამბიციური გეგმები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ და ისინი აბსოლუტურად რეალისტურია. მივაღწიეთ იმას, რომ წელს დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარს აჭარბებს. თბილისის მერია ბევრი მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პოლიტიკაა. ვცდილობთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. 2019 წლის ბოლოს, ძველ ავტოპარკს ახალი, თანამედროვე ავტობუსებით სრულად ჩავანაცვლებთ. ასევე, ვმუშაობთ მეტროს მოდერნიზებაზე, ვამატებთ ახალ შემადგენლობებს, რათა მოცდის დრო შევამციროთ. დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ყველა სამუშაოს დროს ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. სატრანსპორტო მიმართულებით, ფრანგული კომპანია „სისტრას“ კვლევებს ვეყრდნობით“, - განაცხადა კახა კალაძემ. თავის მხრივ, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თბილისის მერიას ძალიან ამბიციური დღის წესრიგი აქვს და დედაქალაქის მთავრობის ენთუზიაზმი - ქალაქი უფრო მიმზიდველი გახადოს, მისასალმებელია. ჰენრიკ ჰოლოლეიმ ასევე, კმაყოფილება გამოთქვა თბილისში ავტობუსების სრული ჩანაცვლების გამო, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას უფრო ხელმისაწვდომს გახდის. შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე ესწრებოდნენ.
(NS)
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)