|
2019-01-30 16:26:33, 1443 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
ოპოზიციური პარტიები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. 25-მა პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე დღეს შეხვედრა გამართეს და ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს. „ამ მაგიდის გარშემო 25 პარტია შეიკრიბა ერთი გაერთიანებული იდეით, რომ ჩვენ საარჩევნო სისტემა გავხადოთ რაც შეიძლება უფრო დემოკრატიული... განვლილმა სარჩევნო კამპანიამ გვაჩვენა. რომ ყველაზე ქმედითი, საჭირო, ეფექტური ურთიერთობა ჩვენს ამომრჩეველთან, არის პირდაპირი კონტაქტი. არავითარი პოსტერების ფერი, არავიტარი ლოზუნგები არ მოქმედებს. მოქალაქეებს უნდა შევხვდეთ ისევე, როგორც ამას ვაკეთებდით საპრეზიდენტო არჩევნებში. რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, ჩვენ ამას ვიწყებთ ძალიან მალე, სადღაც თებერვლამდეც ვიწყებთ. უმორჩილესი თხოვნა მაქვს ყველა ლიდერთან, შემოგვიერთდით. ჩვენ ამ ფორმატში უნდა შევიკრიბოთ,“ ავიღოთ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი და გავიყოთ, მოვილაპარაკოთ, ვინ სად იმოძრავებს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, არსებული მაჟორიტარული სისტემა უსამართლოა. „დღეს, 30 იანვარს იწყება ძალიან საინტერესო პროცესი. ჩვენ უნდა გავაგონოთ აქამდე ვერშესმენადი ხელისუფლებისთვის ხმა ხელისუფლებას. 73-ვე მუნიციპალიტეტიდან უნდა გაიგოს ხმა ხელისუფლებამ ჩვენი ამომრჩევლებისა, რომ საქართველოში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება არის სიმახინჯე“, - აღნიშნა კაციტაძემ. გარდა ამისა, საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ მოსახლეობას დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, აუცილებელია, რომ ხელმოწერები შეგროვდეს და საარჩევნო სისტემა დემოკრატიული გახდეს.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)