04:17 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 15:20:52, 1286 ნახვა

საზოგადოება
ნიკა მელია - დაქვეითებაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, კუპატაძე სად იშოვის კორუფციული სქემებით ფულს?

 „ეს რეალურად დაქვეითებაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს კუპატაძე სად გააკეთებს ფულს?“, - ასე გამოეხმაურა ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია საპატრულო პოლიციის  ყოფილი უფროსის, თეიმურა კუპატაძის თანამდებობიდან გადადგომას.

მელიას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რა თანანმდებობაზე დაინიშნებიან მაღალჩინოსნები, ყველაფერს მაინც ბიძინა ივანიშვილი წყვეტს.

„კუპატაძე იქნება ჭიკაიძეს დააბრუნებენ ღარიბაშვილს დააბრუნებენ - ამას რამე მნიშვნელობა აქვს? ყველაფერი ერთი ადამიანია ბიძინა, ივანიშვილი. რა მნიშვნელობა აქვს, კუპატაძე სად აიღებს ხელფასს 4-5 ათას ლარს - საპატრულო პოლიციის შეფის თანამდებობაზე თუ საზღვრის დეპარტამენტში მუშაობისას? სად გააკეთებს ბიზნესს პარალელურად და სად იშოვის კორუფციული სქემებით ფულს, იმ შენობაში მომუშავე თუ ამ შენობაში მომუშავე რა მნიშვნელობა აქვს?“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ კუპატაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე სასაზღვრო პოლიციის დირექტორის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს მუშაობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics