16:31 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 14:04:59, 1284 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე - NDI-ის კვლევის ის შედეგები, რომელიც პარტიულ რეიტინგებს ასახავს, ნორმალურია

უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, NDI-ის კვლევის ის შედეგები, რომელიც პარტიულ რეიტინგებს ასახავს, ნორმალურია.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ახლა არასაარჩევნო პერიოდია და ის, რომ მოსახლეობის 36% არცერტ პარტიას არ უჭერს მხარს, გასაკვირი არ არის.

„მოსახლეობა ადეკვატურად აფასებს, 41% ხელისუფლების, მთავრობის საქმიანობას აფასებს დადებითად, ის, რომ ორჯერ მეტია პარტიის რეიტინგი, ვიდრე ოპოზიციური პარტიისა, ესეც ვფიქრობ, ნორმალურია, ის რომ დღეს 36% არ უჭერს არცერთ პარტიას მხარს, ვფიქრობ ესეც ნორმალურია. ჩვენ არ ვართ საარჩევნო პროცესში ახლა და ეს არის თავისუფალი ველი. თქვენ უნდა ნახოთ განვითარებულ ქვეყნებში, იქაც არის გარკვეულ პროცენტში, როცა არასაარჩევნო პერიოდში გადაუწყვეტელია რომელ პარტიას დაუჭერს მხარს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics