|
2019-01-29 15:58:14, 1213 ნახვა
საზოგადოება
ხიდაშელი ჩანაწერებზე: დღემდე არ დასჯილან შემკვეთები და ვიდრე ასეა, ხვალაც იმედი ექნებათ, რომ არ დაისჯებიან
"დღემდე არავინ დასჯილა, არ დასჯილან შემკვეთები და სისტემის პატრონები და სანამ ასეა, ხვალაც ექნებათ იმედი რომ არ დაისჯებიან ამიტომ გააგრძელებენ, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასю როგორც ხიდაშელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის შანტაჟის მსხვერპლი არასდროს ყოფილა, თუმცა მის დისკრედიტაციას ცდილობდნენ. „წერილი ყველას: ჟურნალისტებს, ჭორიკნებს და კეთილი ნების ადამიანებს, გულწრფელად აღშფოთებულებს და შეშფოთებულის პოზაში მყოფებს. პირველად წარსულზე: არა, 3 წლის წინ, ჩემი პირადი ცხოვრების კადრები არ გაუვრცელებიათ. ვიდეო, რომელიც მაშინ დილის 7 საათზე ჩემს ფბ-ზე აიტვირთა, იყო ჩემთვის უცნობი ადამიანების ინტიმური ურთიერთობის შესახებ. ფაილს ერქვა ჩემი სახელი; იმ დილის 7 საათზე დავურეკე ვახო გომელაურს და ვითხოვდი, რომ დაეტოვებინათ, სწორედ იმიტომ, რომ ჭორაობის საფუძველი არ ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე წუთში გააქრეს. ვიცი, რომ ის ვიდეო ვიღაცებს გადმოწერილი აქვთ და, თუ საჭირო გახდება, იქნებ გამოაჩინონ კიდეც. ბევრი უსინდისო ადამიანი უკვე რამდენიმე წელზე მეტია სრული სიბინძურით არის დაკავებული ამ თემაზე, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის საინტერესო, მათი პრიმიტიულობის დასტურია მხოლოდ. დღემდე ამ თემაზე მაინცდამაინც ბევრი არაფერი მითქვამს, ვინაიდან მეგონა, რომ ყველაფერი ისედაც ნათელი იყო, მაგრამ დღევანდელმა ჟურნალისტების შტურმმა ძალიან დამაფიქრა. არავითარი შანტაჟის მსხვერპლი პირადად მე არ ვყოფილვარ, მანიპულაციის და ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა კი ნამდვილად იყო. მოკლედ, ეს სამი წლის წინანდელ ამბავს რაც შეეხება. ახლა დღევანდელობაზე. ამ სიბინძურეს, რაც ქვეყანაში ტრიალებს რამდენიმე მიზეზი აქვს: - ჩვენში კარგად იყიდება და სეირის მაყურებელი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანის განადგურების მოწინააღმდეგე; - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მაშინაც იცოდნენ და ალბათ დღესაც ასევე იციან ვინ იდგა ამ ამბების წინ და უკან; იცოდნენ გვარებით და სახელებით, გავრცელების ადგილებით, ინტერნეტ კაფეების მისამართებით საიდანაც აიტვირთა ვიდეოები და სხვა; - დღემდე არავინ დასჯილა, არ დასჯილან შემკვეთები და სისტემის პატრონები და სანამ ასეა, ხვალაც ექნებათ იმედი, რომ არ დაისჯებიან ამიტომ გააგრძელებენ; - 2015-2016 წლებში ამ პრიმიტიული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლაში მაშინდელი პარტია „ოცნებიდან“, დღეს აღშფოთებულები, ვინმე რომ გამოგვყოლოდა, იქნებ დღეს ეს ყველაფერი ისტორიის ნაწილიც კი ყოფილიყო; - და ბოლოს, მანამ იქნება ასე, სანამ დირექტორს კითხავენ და მას დაავიწყდება და ამით დაადასტურებს, რომ ეს მისთვის მისაღები ამბავია, არაფერი განსაკუთრებული და დამახსოვრების ღირსი“, - წერს თინა ხიდაშელი.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)