08:15 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 19:57:44, 1362 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე - შერჩეულ მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება

„შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ძირითად ამოსავალ პრინციპებზე გუნდი შეჯერდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე სათითაოდ იმსჯელებს მოსამართლეობის იმ კანდიდატებზე, ვინც ახალი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა.

 „დავასრულეთ უმრავლესობის ორდღიანი შეხვედრა, რომელზეც ძირითადი დრო სასამარლოსთან დაკავშირებული საკითხის განხილვას დაეთმო. ასევე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო სხვა შიდაპარტიული საკითხების განხილვას. ეს იყო შედეგიანი შეხვედრა. შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ძირითად ამოსავალ პრინციპებზე გუნდი შეჯერდა. ეს შედეგი იმაში გამოიხატება, რომ ისე, რომ სამუშაო ჯგუფმა მიზანი შეასრულოს - შეიმუშაოს ეფექტური რეგულაციები, რომელშიც კრიტერიუმზე და პროცედურებზე იქნება საუბარი. ამ შეხვედრის ძირითადი შედეგია ის, რომ სასამართლოსთან მიმართებაში ძირითად პრინციპებზე შეჯერება შევძელით, უმრავლესობა მზად არის თავისი წარმომადგენლების ჩართულობით სამუშაო ჯგუფში სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics