|
2019-01-24 18:40:40, 1478 ნახვა
საზოგადოება
გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. გეგეშიძის ინტერესებს ადვოკატი ირმა ჭკადუა იცავდა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურას კიდევ ერთი შუამდგომლობა ჰქონდა, რომელიც გეგეშიძის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხებოდა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლო არ დააკმაყოფილა და გეგეშიძე დაკავებულ თანამდებობაზე დატოვა. სასამართლო პროცესზე გეგა გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის წარმატებაზე ისაუბრა. „მე არავის არ ვაშინებ, სამსახურებრივ მდგომარეობას არ ვიყენებ, ან ვინმეს დავაშინებ, ეს არის სისულელე, არც გაქცევას ვაპირებ, არც ვინმეს დაშინებას. ასეთი წარმატებული ფედერაცია არასოდეს ყოფილა", - აღნიშნა გეგეშიძემ. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გეგა გეგეშიძე 22 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)