|
2019-01-24 18:26:56, 1340 ნახვა
საზოგადოება
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი მზადაა, კახა კალაძეს შეხვდეს
ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობის უფლების მქონე კომპანიის მფლობელი, ბიზნესმენი გოგა ზაქაიძე მზად არის საკითხის მოგვარების მიზნით თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდეს, - ამის შესახებ მან განცხადება Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. როგორც ზაქაიძე აღნიშნავს, ამ პროცესში ის და მისი კომპანია "სისტემისა და საზოგადოების წინაშე უსამართლოდ აღმოჩნდნენ". "ბოლო დროს განვითარებულმა მვლენებმა მიიღო ფსიქოლოგიური ზეწოლის და ძალადობის ფორმა. ამ პროცესში მე და ჩემი კომპანია უსამართლოდ აღმოვჩნდით სისტემის და სზოგადოების პირისპირ. მთელი ამ დავის პროცესში ყველა დაინტერესებულმა თუ მონაწილე მხარემ, დაგვადანაშაულა ჩვენ, მათ შორის, ქალაქის ძველმა და ახალმა ხელმზღვანელობამ. სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაგვეკისრა მხოლოდ ჩვენ. მინდა მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს, ჩვენმა კომპანიამ ეს ტერიტორია, შეისყიდა კანონის სრული დაცვით, არც არავის უჩუქებია და არც სიმბოლურ ფასად 1 ლარად შეგვიძენია. იყო გამოტანილი გასაყიდი საინვესტიციო ქონება და ჩვენმა კომპანიამ ის შეიძინა. ჩვენ შევიძინეთ, კომპაქტური და არქიტექტურულად გარემოსთან შესატყვისობაში მყოფი პროექტი, რაზეც იყო გაცემული ნებართვა. თუ საზოგადოება გადახედავს ვაკის პარკის მიმდებარედ ან მის ტერიტორიაზე არსებულ შენობა ნაგებობებს, ჩვენი პროექტი მათთან შედარებით, შეიზლება ითქვას, რომ არის უიკალური ეკოლოგიური ნაგებობა. რაჩ შეეხება საკიხს, თუ რატომ შევყევით სასამართლო დავაში არასამთავრობოებს და აქტივიატთა ჯგუფებს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ როგორც ძირითადად ხდება, პროცესი იყო მართული. ამ ადგილზე არსებობდა რესტორანი, ხოლო ვაკის პარკისგან მიტაცებულ ტერიტორიებზე იგივე პერიოდში აშენდა კორპუსები, რესტორნები, სხვა ინფრასტრუქტურა, საზოგადოების არც ერთ ნაწილს, არც ერთ ეტაპზე, ეს პროცესი არ გაუპროტესტებია. ჩვენგან არის მზაობა შევხვდეთ ქალაქის მერს, კახი კალაძეს და ერთობლივად მოვიძიოთ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი. გვაქვს მოლოდინი რომ მერია გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯს და მოგებული პროცესის მიუხედავად მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით", - წერს ბიზნესმენი.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)