14:08 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 13:40:56, 794 ნახვა

რეგიონი
ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკას ეწვია

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას“ აშშ საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, როდ უილსონი ეწვია.

სარეაბილიტაციო დაწესებულება ბათუმში 2018 წლის ოქტომბერიდან კლინიკურ და საგანმანათლებლო საქმიანობას USAID-ის პროექტის ფარგლებში ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის და კორპორაცია PFID-ის („პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის”) მხარდაჭერით ახორციელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩითან ერთად კლინიკას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილეები, ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და მერის მოადგილე სტუმრობდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტის -„ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში“ - განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან (USAID-ის), ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლიდან (აშშ, ატლანტა), თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტიდან, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“, კორპორაციიდან „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics