|
2019-01-23 13:12:50, 1159 ნახვა
საზოგადოება
გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი: ბავშვს არავინ სცემდა - ყურადღების ქვეშ იყო
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი არკადი ძავრიშვილი გოგონაზე ძალადობას უარყოფს. როგორც ის აცხადებს, მცირეწლოვანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბავშვზე ძალადობა არასდროს ხდებოდა. მისივე თქმით, ბავშვი ოჯახში აგვისტოში დაბრუნდა და ამის შესახებ პოლიციაც ინფორმირებული იყო. ამასთა, მამინაცვლის თქმით, გოგონას დედაზე არანაირი შემაკავებელი ორდერი არ იყო გაცემული. „რა შემაკავებელი ორდერი, არავინ არა სცემდა, ვინც თქვა, ეგენი მოსყიდული ხალხია, „კონტრაში“ არიან ჩემთან. არავის ეკრძალებოდა მიახლოება, ჩემთან იზრდებოდა ბავშვი. იცოდა პოლიციამ, რომ დედასთან იყო ბავშვი. ყურადღების ქვეშ იყო“, - გაანცხადა არკადი ძამასვილმა შეგახსენებთ რომ, გუშინ თბილისში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა, მომხდართან დაკავშირებით შსს გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ბავშვის დედა დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)