22:40 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-19 15:52:06, 826 ნახვა

რეგიონი
Airbnb საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სახლებს ვებგვერდიდან წაშლის

კომპანია Airbnb, რომელიც ტურისტებს სახლებისა და სასტუმროების მოძიებაში ეხმარება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში - მდებარე სახლების მონაცემებს ვებგვერდიდან წაშლის, - ამის შესახებ კოპანიის განცხადებაშია აღნიშნული. 

განაცხადების თანახმად, უძრავი ქონების საიტზე დატოვება ვითარების კიდევ უფრო მეტად დაძაბვას შეუწყობს ხელს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეთ საკითხებს პასუხისმგებლობით ეკიდებიან და სპეციალური სტრუქტურა აქვთ შემუშავებული. 

"შევიმუშავეთ სტრუქტურა, რათა გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ სადავო ტერიტორიებზე არსებულ შეთავაზებებთან მიმართებით. მათ შორის, ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულადაა აღიარებული და სადაც სახლებს, ცენტრალური ადგილი უკავია მიმდინარე დავებისას. ჩვენს ვებგვერდზე მათი განთავსებით შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს”, - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, Airbnb გლობალური პლატფორმაა, რომელიც 191 ქვეყანასა და რეგიონში და 81 000 ქალაქში ოპერირებს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics