|
2019-01-18 15:08:45, 1300 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მარტივდება
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მარტივდება. პრემიერმა პროცედურაზე მომუშავე ყველა უწყებას მადლობა გადაუხადა. "დღეს მთავრობის სხდომაზე შემოდის მნიშვნელოვანი დადგენილება, რომლითაც მარტივდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დიდი ხანია, რამდენიმე უწყება მუშაობდა ამ პროცედურის გამარტივებაზე. მინდა ყველა კოლეგას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით, თვითონაც დარწმუნდებიან, რომ პროცესი არის ძალიან გამარტივებული და ხელმისაწვდომი. ეს ნაბიჯი საშუალებას მოგვცემს, ყველა ჩვენმა მოქალაქემ თანაბრად ისარგებლოს იმ ძალიან დიდი მონაპოვრით, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლით“, - განაცხადა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)