|
2019-01-18 15:02:24, 935 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. ამის შესახებ მან ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა. „ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიმყოფებით. ვინც დღეს გარკვეულ გულისტკივილს გამოთქვამდა და ბრიფინგი მიუძღვნა ჩემს განცხადებებს, ზუსტად ამ ადამიანმა გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც რესტორანი „ბუდაპეშტი“ იყო განთავსებული. ამ მოცულობისა და მასშტაბის შენობა-ნაგებობის განთავსება ცენტრალურ პარკში ჩემთვის კატეგორიულად მიუღებულია. სარჩელი სასამართლოში იყო შეტანილი და ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა, ანუ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. აქ საზოგადოების მხარდაჭერა დამჭირდება და ვფიქრობ, რომ ამას ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)