|
2015-06-16 17:48:13, 458 ნახვა
საზოგადოება
კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, გმირთა მოედანზე და ვაკე–საბურთალოს მიმართულებით ავტომობილით არ გადაადგილდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, გმირთა მოედნისა და ვაკე–საბურთალოს მიმართულებით ავტომობილით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ ამინდის გაუარესების გამო ვერეს ხეობაში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოების შეჩერების მიზეზიც განმარტა და აღნიშნა, რომ ეს არის პრევენციული ღონისძიება, რადგან ნებისმიერი რისკი მინიმუმადე იყოს დაყვანილი. „ამინდის გამოსწორების შემდეგ საუშაოები გაგრძელდება. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რათა დაზღვეული ვიყოთ ნებისმიერი გართულებისგან. აღნიშნულ მომენტში სიტუაცია ბოლომდე დასტაბილურებული არ არის და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ნებისმიერი რისკი მინიმუმადე დავიყვანოთ. გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას ნუ აყვებიან პანიკას, რისი საფუძველიც აღნიშნულ მომენტში არ არის. სიტუაცია მონიტორინგს და კონტროლს ექვემდებარება. ავტომობილების მფლობელებს გვინდა ვთხოვოთ, რომ გმირთა მოედნის და თამარაშვილის, ე.წ ვაკე–საბურთალოს მიმართულებით მოძრაობისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ “, – აღნიშნა კრიზისების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)