|
2019-01-17 13:48:24, 1043 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო - აფეთქებისას დაშავებული ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება
„აფეთქების დროს დაშავებულ ბავშვს ყველა საჭირო კვლევა და კონსულტაცია ჩატარებული აქვს, მჯერა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ იაშვილის კლინიკაში განაცხადა. სერგეენკო დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო. „იაშვილის კლინიკაში გუშინ შემოვიდა 6 პაციენტი, 5 დილით გაეწერა. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობას აგრძელებს ერთი პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ჭრილობა და ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ახლა ბავშვი სტაბილურადაა. ყველა საჭირო კონსულტაცია და კვლევა მიღებული აქვს. ის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და მჯერა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, 8 კი დაშავდა. თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)