|
2019-01-16 10:46:03, 1207 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური ურთიერთობები.მზარდია ეს კავშირები, ასევე, ურთიერთობები განათლების კულტურის სფეროში გვაქვს ძალიან მჭიდროთანამშრომლობა, თუმცა, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანასშორის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისიოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმულინაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების კუთხით. დიასპორის წარმომადგენლებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დასავლურმისწრაფებებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, საფრანგეთთან მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი მიზანი, როგორც მოგეხსენებათ, არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ კუთხითაც არის ძალიანმნიშვნელოვანი ჩვენთვის თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და რა თქმა უნდა, როცა საუბარიგვაქვს ჩვენს კოლეგებთან, ყურადღებას ვამახვილებთ ამ ასპექტზეც. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანიასაფრანგეთის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის კუთხით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისმხარდაჭერის კუთხით და ამ მიმართულებითაც გვაქვს დისკუსია ჩვენს ფრანგ კოლეგებთან",- განაცხადა ირაკლიკობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ქართულ სათვისტომოსთან შეხვედრისმნიშვნელობა. ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის დღევანდელი დღე ემოციური იყო. „ზოგადად, როდესაც გვაქვს ასეთი ვიზიტები, შესაძლებლობას არ ვუშვებთ ხელიდან, რომ შევხვდეთ დიასპორისწარმომადგენლებს. საფრანგეთში მოტივაცია არის განსაკუთრებული, გამორჩეულია ჩვენი ფრანგულისათვისტომო პირველ რიგში იმით, რომ მისი წარმომადგენლები არიან ჩვენი გამორჩეული წინაპრებისშთამომავლები. დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. ეს დღე შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია,გავუფრთხილდეთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ეროვნულ თვითმყოფადობას და დღევანდელი დღე ამ კუთხითიყო ძალიან მნიშვნელოვანი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე პროცესებიც მიმოიხილა და ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეისაუბრა. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა მნიშვნელოვანი იქნება ქართულ-ფრანგულიურთიერთობების გაღრმავების მხრივ. „საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ გადავალთ ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარებისშედარებით მშვიდ რელსებზე. გვაქვს უამრავი სირთულე, უამრავი გამოწვევა ყველა მიმართულებით. აქტიურრეჟიმში მიდის ამაზე მუშაობა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისოპარტნიორების, ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა, საფრანგეთის მხარდაჭერა. ამ კუთხით მნიშვნელოვანიწვლილის შეტანა დიასპორასაც შეუძლია. დიასპორის წარმომადგენლები არიან ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ელჩებიშესაბამის ქვეყნებში, აქედან გამომდინარე, გვაქვს თქვენი დიდი იმედი, რომ თქვენს წვლილს შეიტანთ ჩვენიინტერესების საერთაშორისო დონეზე გატანაში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)