|
2019-01-16 01:39:06, 3396 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის პარლამენტმა მეის წარდგენილი ბრექსითის შეთანხმება 432 ხმით ჩააგდო - ვიდეო
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გეგმის წინააღმდეგ ხმა 432-მა წევრმა მისცა, ხოლო მომხრე მხოლოდ 202 იყო. კენჭისყრის შედეგებს ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა“კატასტროფული” უწოდა. მისი თქმით, ის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს დააყენებს კენჭისყრაზე. შეგახსენებთ, რომ იმ კანონით ტერეზა მეის კიდევ სამი დღე აქვს იმისთვის, რომ პარლამენტს ბრექსიტისახალი სამოქმედო გეგმა შესთავაზოს. ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრის შედეგებს ევროკავშირის ლიდერებმა “სამწუხარო” უწოდეს და მოუწოდეს ბრიტანეთის მთავრობას, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის პროცესის შესახებ მისი მომდევნო ნაბიჯები, რაც შეიძლება მალე განმარტოს. დეკემბერში ტერეზა მეიმ მოსახლეობა და ბიზნესები გააფრთხილა, რომ შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვებისათვის მომზადებულიყვნენ. მას მიაჩნია, რომ ამ შეთანხმების ალტერნატივა შეთანხმების გარეშე გასვლა, ან ევროკავშირში დარჩენაა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა, ხოლო გასვლის პირობებზე მოლაპარაკებები გასული წლის ივნისში დაიწყო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)