12:54 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-13 18:18:46, 1608 ნახვა

პოლიტიკა
ვანო ზარდიაშვილი - საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან გადმოვფინოთ სახელმწიფო დროშა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ვანო ზარდიაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს 14 იანვარი, სახელმწიფო დროშის დღე, ეროვნულ დღესასწაულად ვაქციოთ:

"14 იანვარი, სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ დღის სათანადოდ აღნიშვნაში, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან გადმოვფინოთ ან აღვმართოთ სახელმწიფო დროშა და ამ გზით საკადრისი პატივი მივაგოთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოს.

სამწუხაროდ, დღემდე დროშა აღიქმება, როგორც დემონსტრაციებისა და გამოსვლების სიმბოლოდ, ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით კი ეს დღე უნდა იქცეს ეროვნულ, სახალხო დღესასწაულად, როგორც ეს ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება.

აღსანიშნავია, რომ საშემოდგომო სესიაზე, საქართველოს პარლამენტმა აქტიურად იმუშავა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შექმნასთან, დამტკიცებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნაზე და დღეს არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრაზე.

კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ყველას შევუერთდეთ საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მოწოდებას, სახელმწიფო დროშის გამოფენასთან დაკავშირებით და ვაქციოთ ეს დღე ნამდვილ ეროვნულ, სახალხო დღესასწაულად". - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics