|
2019-01-12 11:29:12, 3373 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერება, ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი აღმოჩნდა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერება ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი აღმოჩნდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ფედერალური მთავრობა უკვე 22-ე დღეა რაც არ მუშაობს. მანამდე 1995-96 წლებში, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, მთავრობის მუშაობა 21 დღით იყო შეჩერებული. შესაბამისად ახალი რეკორდი დამყარდა. მედიის ცნობით, აშშ-ის მთავრობის ნაწილობრივ შეჩერება 800 ათასი სახელმწიფო მოხელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს გარეშე დარჩენას ნიშნავს. თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი კომპრომისზე წასვლას იქამდე არ აპირებს, სანამ მთავრობისგან მექსიკის კედლის ასაშენებლად ფინანსურ სახსრებს არ მიიღებს. ტრამპი აგრეთვე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით იმუქრება. როგორც მან აღნიშნა, ამის ლეგიტიმური უფლება გააჩნია და განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა სავალდებულო გახდება. ეს თანხა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას მოხმარდება. „დემოკრატები“ კედლის მშენებლობის დასაფინანსებლად $5.7 მილიარდს გაცემას ეწინააღმდეგებიან. აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ 2018 წლის 22 დეკემბერს შეაჩერა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)