11:54 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-11 12:46:19, 1408 ნახვა

პოლიტიკა
რომან კაკულია: ბესელიამ დააანონსა ყველაფრისთვის ნათელის მოფენა, გუნდიც თავის პოზიციას გამოავლენს

ქალბატონმა ეკამ დააანონსა ყველაფრისთვის ნათელის მოფენა, ალბათ გუნდიც თავის პოზიციას გამოვა, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიის შესახებ მან საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა.

„მოსამართლეებთან დაკავშირებით მე ჩემი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ დავაფიქსირე რამდენიმეჯერ და ვთვლი, რომ სანამ ახლა არ მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც იქნება საერთო გადაწყვეტილება და კენჭისყრის თემა არ დადგება თქვენის ნებართვით, ყოველდღიურად ამის გამეორების პროცესში აღარ ვიქნები. რაც შეეხება დაპირისპირებას იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დამფუძნებლები არიან „ქართული ოცნების“ , მე ადამიანი, რომელიც 2016 წელს შემოვუერთდი ამ თემას, მაინც და მაინც დიდი აქტიურობით არ მინდა, რომ გამოვირჩეოდე ამ შეფასებებში. აქაც იმედი მაქვს, რომ ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. ქალბატონმა ეკამ თვითონ ბრძანა, დააანონსა, როგორც ვიცი, ნათელისმოფენა ყველაფრისათვის ორშაბათს. ალბათ გუნდის მხრიდანაც, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მათსავით სათავეში ედგნენ „ქართული ოცნების“ შექმნის ინსტიტუტს, ისინიც თავის პოზიციას გამოვლენ და ჩვენ ერთად ჩამოვყალიბდებით“, - აღნიშნა რომან კაკაულიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics